|
2018-12-03 17:23:34, 1612 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში მომხდარი 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. ჩადენილი დანაშაული 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ. წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო და შურისძიების მოტივით თანასოფლელი ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცველებმა გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)