|
2018-12-03 11:13:28, 1627 ნახვა
სამართალი
პოროშენკოს მრჩეველი: სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად თბილისში რადას დეპუტატი იმყოფებოდა
ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, თბილისში, პარტია „სამოპომოშის“ დეპუტატი სემიონ სემენჩენკო იმყოფებოდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ბირიუკოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ბერიუკოვის თქმით, მოგვიანებით სემენჩენკო გაიქცა. „სხვადასხვა სახის კონტაქტები მაქვს და დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ სემენჩენკო თბილისშია, მან ჩაგვითრია დიპლომატიურ სკანდალში, თავისი ხალხი მიატოვა და ბოლო მომენტში გაიქცა. ისევე გაიქცა, როგორც ეს გააკეთა ილოვაისკში და დებალცევოში. ხვალ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენ დიპლომატებს საყვედურს ეტყვის, რადგან ის საქართველოში ოფიციალური საბუტებით იმყოფებოდა და ფიქსირდებოდა როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი. ცნობისთვის, „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა" და „ალიანსში" ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)