|
2018-12-02 19:25:09, 1574 ნახვა
კომენტარი
ბესელია - არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
კანონის ფარგლებში პროტესტის და საკუთარი მოსაზრების გამოხატვა იქნება ხელშეუხებელი, თუმცა არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ აქციას. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც ევროპული სახელმწიფოები და სტრატეგიული პარტნიორები ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დემოკრატიულად აფასებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა „კომიკურია“. „დღეს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები, დასავლელი ლიდერები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და პრაქტიკულად ყველა აღიარებს ამ არჩევნების დემოკრატიულობას და ულოცავს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ამ ფონზე, რასაც ახლა ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არის ძალიან კომიკური. რაც შეეხება კიდევ ერთხელ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვას. მუდმივად ხდებოდა ხაზგასმა და ხშირად იმეორებდნენ დღეს სხვათა შორის, ეს უფრო მგონია, რომ ფსიქოლოგიურად ცოტა სხვა განზრახვას ააშკარავებდა, კონსტიტუციურ ფარგლებში - დიახ, კონსტიტუციის ფარგლებში აზრის გამოხატვა, პროტესტის და საკუთარი მოსაზრების გამოხატვა იქნება ხელშეუხებელი, გარანტირებული კონსტიტუციური უფლება, მაგრამ კანონის ფარგლებში. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია, ან ქაოსი გამოიწვიოს. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი განვითარება და აღარ სჭირდება წარსულში დაბრუნება. ეს უნდა გაიგოს წარსულის ძალამ. არ სჭირდებათ წარსულში დაბრუნება ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართა. ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძემ მმართველ გუნდს 16 დეკემბრამდე სამუშაო ჯგუფის შექმნა მოსთხოვა, რომლის ფარგლებშიც ოპოზიცია და ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)