|
2018-12-02 18:46:10, 1645 ნახვა
სამართალი
ბესელია - საეჭვოა, რა კავშირი აქვს ოპოზიციის აქციასთან იმ პირების ჩამოსვლას, რომელთა საქმიანობაც სამხედრო შენაერთებს უკავშირდება
„საეჭვო გარემოებაა, რა მიზანს ემსახურებოდა აქციის პარალელურად იმ ადამიანების ჩამოსვლა, რომელთა საქმიანობა სამხედრო შენაერთებს უკავშირდება“, - მის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას ექნება, თუმცა ხელისუფლება არეულობის უფლებას არავის მისცემს. „ეს არის ძალიან საყურადღებო, მე გამიჩნდა ძალიან ბევრი კითხვა , რატომ და როგორ დაემთხვა, ან რა მიზანს ემსახურებოდა იმ ადამიანების ჩამოსვლა ქვეყანაში დღეს, ამ აქციის პარალელურად, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სამხედრო შენაერთებს და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების პროცესთან დაკავშირებულ პირებს. ბუნებრივია, საეჭვო გარემოებაა, რა კავშირი აქვს მათ ჩამოსვლას ამ დაგეგმილ აქციასთან და იმ პროვოკაციებთან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა და შეიძლება კიდევ აქვთ ეს განზრახვა, ამიტომ, ეს კითხვები არის და პასუხი სჭირდება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)