13:45 - 04 Oct, 2026
|
2018-12-02 17:52:10, 1710 ნახვა
სამართალი
ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობების საქმეზე კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში გამოიკითხება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა გამოკითხვაზე მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ასკურავას დღეს დაუკავშირდნენ და მან აღნიშნა, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემას ხვალ შეძლებს. მთავარ პროკურატურაში ლანჩხუთის საკრებულოს წევრი 12:00 სთზე გამოცხადდება. ცნობისთვის, კახა ასკურავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს. „დილით ვიპოვე გადაყრილი ლანჩხუთში. აი, ასე გააყალბეთ არჩევნები“, - წერს ასკურავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)