13:45 - 04 Oct, 2026
|
2018-12-02 14:43:12, 1923 ნახვა
სამართალი
შსს თბილისში უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს. ცნობისთვის, სპეცოპერაცია სასტუმრო „ალიანსში“ გამთენიისას ჩატარდა. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლუკა ჩხეტიაა. მისი ოჯახი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. როგორც დაკავებულის მამამ, სერგო ჩხეტიამ განაცხადა, მისი შვილი თანამებრძოლებთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)