|
2018-11-28 21:50:15, 1793 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია: დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, შემდეგ კი ყველაფერს გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია
„ეს არჩევნები ვერ იწოდება არჩევნებად. ახლა, აუცილებად უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, პოლიტიკურად არის ძალიან მიზანშეწონილი, რომ ასე მოვიქცეთ“, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილებას გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად მიიღებს. „ველოდებით უახლოესი საათები საბოლოო სურათს, თუმცა ცხადზე ცხადია, რა ხდებოდა არჩევნების დღემდე, ის წარმოუდგენელი, ენითაუღწერელი პროცესები, ძალადობა, შანტაჟის მეთოდები და ასე შემდეგ. რამდენ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, რამდენ ადამიანს საერთოდ ხმის მიცემა აუკრძალეს კრიმინალურმა „ძველმა ბიჭებმა“, ხო დავინახეთ ეს ყველაფერი. ამიტომ ეს არჩევნები ვერ იწოდება არჩევნებად. ახლა, ამ წუთას აუცილებად უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, პოლიტიკურად არის ძალიან მიზანშეწონილი ასე მოვიქცეთ. ათიათასობით ადამიანი საარჩევნო უბნებზე იბრძვის ხმების შესანარჩუნებლად და ვნახოთ საბოლოოდ რა სურათი დადგება. შემდეგ კი ყველაფერს გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოქვეყენდა. ორივე ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. Edison research - სალომე ზურაბიშვილი 55% / გრიგოლ ვაშაძე 45% Gallup International - სალომე ზურაბიშვილი 58% / გრიგოლ ვაშაძე 42%
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)