|
2018-11-28 19:21:35, 1634 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაახლოებით, 300 ათასი ხმით გავიმარჯვოთ
,,ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად მოიგებს. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“ მინიმუმ 300 ათასი ხმით გავიმარჯვოთ“, - ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ეს მონაცემები იცის და ამომრჩევლების მობილიზება დაიწყო იმ უბნებზე, სადაც „ედისონ რისერჩი“ ეგზიტპოლებს ატარებს. „ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ ძალას, რომელსაც წყურია რევანში, მივმართავ, რომ აზრი ეკარგება ყოველგვარ მანიპულაციებსა და პროვოკაციებს. მათ შორის კვლევებით და ეგზიტპოლით მანიპულაციასაც. ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა და რუსთავში, კარუსელებში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამხილა. კობახიძემ დაასახელა 10-ზე მეტი პირი, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. ეს ადამიანები სხვადასხვა უბნებზე გადაადგილდებოდნენ და ცდილობდნენ, რომ ორმაგი მარკირების მიუხედავად, ხმა მიეცათ კიდევ ერთხელ. ეს პროცესი ჩვენი ძალისხმევით შეჩერდა, ამის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა ეგზიტპოლებით მანიპულაციებზე. ისინი ამ წუთებში ახდენენ საკუთარი აქტივის მობილიზებას იმ ადგილებში, სადაც „ედისონ რისერჩი“ ატარებს გამოკითხვებს. ამას აზრი ეკარგება მეგობრებო. ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი მოიგებს დამაჯერებლად. საუბარია, დაახლოებით, 300 ათასი ხმით სხვაობაზე. დაანებეთ თავი პროვოკაციებს, მანიპულირებას და შეეგუეთ რეალობას, რომელსაც ჩვენი ამომრჩეველი უზრუნველყოფს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)