|
2018-11-28 17:47:38, 1504 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე: დაუდასტურებელი ფაქტების სისტემურ ჩავარდნად წარმოჩენა იმის მანიშნებელია რომ ოპოზიციის კანდიდატი, სავარაუდოდ, დამარცხდება
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტებისაგან პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნურად აწევის მცდელობისა, არჩევნები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე აზრით, ოპოზიციის მხრიდან დაუდასტურებელი ფაქტების სისტემურ ჩავარდნად წარმოჩენა იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციის კანდიდატი ვაშაძე, სავარაუდოდ, დამარცხდება. „ნაციონალურ მოძრაობის“ სურვილია, შექმნას გარკვეულწილად იმის საბაბი, რომ გამოაცხადოს ეს არჩევნები არალეგიტიმურად. ცალკეული ხარვეზები ცხადია არის, იყო და იქნება, სანამ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბდებით ძლიერი ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. თუმცა, ამ ხარვეზების, რიგ შემთხვევაში კი დაუდასტურებელი ფაქტების სისტემურ ჩავარდნად წარმოჩენა მაფიქრებინებს იმას, რომ ვაშაძე, სავარაუდოდ დამარცხდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი სურს, რომ შექმნას გარკვეულწილად იმის საბაბი, რომ გამოაცხადოს ეს არჩევნები არალეგიტიმურად, „ხმათა მოპარვის“ ფაქტად“- განაცხადა გია აბაშიძემ. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება იმ დასაბუთებელი საჩივრების დროული და სწრაფი განხილვა, რაც სავარაუდოდ არ იმოქმედებს არჩევნების საბოლოო შედეგსა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვაზე. „გადამწყვეტი იქნება ხვალ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, რომელიც საკუთარი ასეულობით, ადგილობრივი სხვადასხვა ორგანიზაციისა და ექსპერტულ წყაროებზე დაყრდნობით იტყვის თავის სიტყვას საპრეზიდენტო არჩევნებზე. ტრადიციისამებრ, ამ განცხადებებს დაელოდებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საგარეო პოლიტიკური უწყებებიც ბუნებრივია, როდესაც საკმაოდ წონადი საერთაშორისო მოთამაშენი აღიარებენ იმას, რომ მიუხედავად ხარვეზებისა, რაც უწინაც გვქონია, სისტემურ ჩავარდნებს ადგილი არ ჰქონია, უსური იქნება ცალკეულ ხარვეზებსა და პრობლემებზე აპელირებით ცესკოსა და ხელისუფლების დადანაშაულება „ტოტალურ გაყალბებაში”,- განაცხადა გია აბაშიძემ
(NS)
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)