|
2018-11-27 12:44:25, 1660 ნახვა
სამართალი
შსს-მ განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული დ.ე. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებებით დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, წარსულში არსებული კონფლიქტისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა 1985 წელს დაბადებული ნ.ც. და მასთან ერთად მყოფი, 1984 წელს დაბადებულ გ.თ., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა ნ.ც. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)