12:21 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 16:37:00, 614 ნახვა

რეგიონი
მაღალმთიანი აჭარიდან 100 სტუდენტი ჩინეთში გაემგზავრება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის მთავრობისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზნით ბათუმის უნივერსიტეტში მყოფ ჩინეთის დელეგაციის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა.

 მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტები და გაცვლითი პროგრამები განიხილეს.

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სასწავლებლად 100 სტუდენტის გამგზავრება დაიგეგმა.

„მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვება. ჩანგშას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ჩვენს რეგიონს და ქვეყანას სჭირდება" - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

თანამშრომლობის მემორანდუმს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის დირექტორმა დავით ებრალიძემ და ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ფუ ჰანგუანიმ მოაწერეს ხელი.

მხარეთა შეთანხმებით, შემუშავდება ერთობლივი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამები, ჩატარდება სამეცნიერო პროექტები, კონფერენციები, საზაფხულო სკოლები და სემინარები. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლასა და სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების მართვის გამოცდილების გაზიარებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიმინალური დაჯგუფება სისტემატურად ძალავდა ბიზნესმენს ფულს, უარის შემთხვევაში ბიზნესის რეკეტით და ჯანმრთელობის განადგურებით ემუქრებოდნენ
„SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიციას ახდენდნენ საცხოვრებელ სახლში
პენტაგონი: ირანში კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 19-მდე გაიზარდა
თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ტრამპმა დანიასთან და გრენლანდიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics