|
2018-11-19 14:50:32, 494 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მდებარე კ. ვოლკერის სახელობის კლინიკა სამედიცინო რეაბილიტაციის საჭიროების მქონე პირებს უფასო კონსულტაციებს უტარებს
ბათუმში მდებარე ახლადგახსნილი „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა უფასო კონსულტაციებს უტარებს. კონსულტაციებს ქართველ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ატარებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში მოწვეული სპეციალისტი, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) მედიცინის სკოლის ოკუპაციური თერაპევტი. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე დაესწრნენ. უფასო კონსულტაციები უტარდებათ პირებს, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა შემდგომი დაავადებების გამო: • თავის ან ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის) შემდეგ; • ხერხემლის ტრამვით გამოწვეული მოძრაობის შეზღუდვით; • თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობით/დაზიანებით; • კიდურების ამპუტაციის შემდგომი მდგომარეობით; • ორთოპედიული და სხვა ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობებით; • ბავშვებს ცერებრული დამბლით; • სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევებით განპირობებულ შშმ ბავშვებს. • პაციენტები, ასევე, შეირჩევიან სპასტიურობის ბოტულინის ტოქსინით (დისსპორტი,ბოტოქსი) თერაპიისათვის. უფასო კონსულტაციების აქცია გაგრძელდება: 20 ნოემბერი, 10:00 – 18:00 საათამდე; 21 ნოემბერი 10:00-დან 14:00 საათამდე. მისამართი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა N8 (ყოფილი გოგებაშვილის ქ. N 40) უფასო კონსულტაციის შემდეგ შესაძლებელია რეაბილიტაციის სრული კურსის გავლა აღნიშნულ კლინიკაში. „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში გაიხსნა 12 ოქტომბერს USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში " ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა) დახმარებით.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)