|
2018-11-12 15:17:41, 525 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერია 15 ოჯახს ხის სახლს შეუსყიდის
მესამე წელია შუახევის მერიაში „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამის“ მოქმებებს. პროგრამულად მხოლოდ იმ ოჯახების მდგომარეობა განიხილება, რომლებიც უსახლკარო და სოციალურად დაუცველები არიან, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აჭარბებს, არის მრავალშვილიანი, ან სარგებლობს შშმ პირის სტატუსით. მიმდინარე წელს, შუახევის მერიამ 15 სახლის შესაძენად მიზნობრივი პროგრამაზე ბიუჯეტიდან 165 000 ლარი გამოყო. დღეის მდგომარეობით 11 ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა პროგრამით, მათ შორის: დაბაძველში - ჯემალ ზოიძემ; სხეფში - რომან დარჩიძემ; ბესელაშვილებში- ავთანდილ დისამიძემ. სახლების მშენებლობის მიმდინარეობას შესაბამისი კომისა გაეცნო. მიზნობრივი პროგრამით, ყველა ადმინისტრაციული ერთეულში კომისიური წესით შერჩეული ოჯახები სარგებლობენ.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)