15:12 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 11:41:47, 1894 ნახვა

ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსი“ გაფრთხილებთ!

„ელიტ ელექტრონიქსი“, როგორც სამსუნგის ოფიციალური რითეილ პარტნიორი, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ავრცელებს ინფორმაციას სამსუნგის ბრენდის მიერ შემუშავებული ახალი ჰოლოგრამის თაობაზე, რათა არ შევიდეს მომხმარებელი შეცდომაში და ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება გავარჩიოთ არაორიგინალი პროდუქცია ორიგინალისგან და რა დამატებითი ბენეფიტებით შეუძლიათ ისარგებლონ.

სამსუნგი სმარტფონებისთვის იყენებს ოფიციალურ ჰოლოგრამას, იმისიათვის რომ  განასხვავოს მისი ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალური ანალოგებისგან. განახლებული ჰოლოგრამის დიზაინი კიდევ უფრო მეტად ადაპტირდა საქართველოს ბაზრისთვის - მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung  საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი.  სამსუნგის განახლებული ჰოლგორამა დატანილი იქნება ყველა ოფიციალური სმარტფონის ყუთის წინა ფასადზე.

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის, შემოწმებულია და სრულად თავსებადია ქართულ ბაზარზე არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები  მორგებულია ადგილობრივ ბაზარს და აქვს ორიგინალი დამტენი მოწყობილობა, რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივ ელ-ქსელზე.

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამიან  სმარტფონს გააჩნია სამსუნგის ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზირებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების  გამოყენებისგან.

ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა  ქსელებში შეძენილი სამსუნგის სმარტფონი ოფიციალური ჰოლოგრამით  დასტურია, რომ თქვენ გარანტირებულად ყიდულობთ ახალ და ორიგინალ პროდუქტს. ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს განსაკუთრებულ საჩუქრებს, ფასდაკლებებს   და ისარგებლებს  აქციებით როგორიცაა მაგალითად Trade-In და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics