|
2015-06-10 19:13:22, 519 ნახვა
პოლიტიკა
94 სახელმწიფოს მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა ერთ წლამდე გაეზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალ დადგენილებასთან დაკავშირებიოთ, რომლის თანახმად მსოფლიოს 94 სახელმწიფოს მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა ერთ წლამდე გაეზარდა განმარტებები გააკეთა. მისივე თქმით, საქმე ეხება იმ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს უკვე აქვს უვიზო მიმოსვლა და 180 დღის განმავლობაში 90 დღიანი ლიმიტი ერთ წლამდე გაიზარდა. კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობამ ასევე დაამტკიცა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 90 დღის ვადით ნებისმიერ 180 დღის პერიოდში ყოფნა შეუძლიათ. „აღნიშნული ქვეყნების ნუსხაში შევიდა მაღალი სანდოობის, მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი ხარისხით გამორჩეული ქვეყნები. კერძოდ ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები. ე.წ. სპარსეთის უბის ქვეყნები, ასევე ავსტრალია, აშშ, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი, კანადა და კორეა“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ ქვეყნების მიგრაციული პოლიტიკისა და სტანდარტების შესასწავლად იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით არაბეთის გაერთიანებულ საემირობეში დელეგაცია იმყოფებოდა. მისივე განმარტებით, ამ რეგულაციის თანახმად, მაგალითად ჩინეთის ან ირანის მოქალაქეს, რომელსაც აქვს შენგენის ვიზა საქართველოში შემოსასვლელად დამატებითი ვიზის აღება აღარ მოუწევს. „ზემო აღნიშნული რეგულაციის თანახმად ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელბსაც საქართველოში შემოსვლის დღისთვის მოქმედი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა ამ დადგენილიებით დამტკიცებულ ერთ-ერთ ქვეყანაში მაინც აქვთ საშუალება მიეცამათ გამარტივებული გზით უვიზოდ შემოვიდნენ საქართველოში“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა. მინისტრის განცხადებით, წინა ცვლილებების დროს იყო გარკვეული ხარვეზი, როგორც ადმინისტრირების, ასევე ლიბერალიზაციის დონის კუთხით. ამასთან, კვირიკაშვილის განმარტებით, წარმოდგენილი რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ვიზების ელექტრონული ვებგვერდი, რომლებიც უცხოელებს საშულებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად აიღონ ვიზა. „ვიზის მიღებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინსტრუქცია დაახლოებით 10 ენაზე ითარგმნება და საერთაშორისო ენების არ მცოდნე მოქალაქეები იოლად ისარგებლებენ ამ სერვისით. ვიზის აღების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ვიზის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალის გამარტივებაც, რომელიც ასევე უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე მნიშვენლოვანია, რომ იგეგმება უცხოელთა სამოგზაურო დაზღვევის წესის გამარტივება. უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიებისგან დაზღვევის მიღება საზღვარზევე შეეძლებათ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილებები მკვეთრად გაზრდის საქართველოში ვიზიტორების შემოსვლის მსურველთა რიცხვს, რაც ერთმნიშვნელოვანდა შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითრებას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)