15:12 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 15:24:21, 1846 ნახვა

ეკონომიკა
ბრიუსელში, „საქართველოს რკინიგზაში“ განხორციელებულ რეფორმებზე ანგარიში წარადგინეს

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მე-4 სხდომა ჩატარდა, რომელსაც სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები დაესწრნენ და საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში,  საქართველოს რკინიგზაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე წარადგინეს ანგარიში.

„საქართველოს რკინიგზის პროგრესს ევრორეგულაციებისა და დირექტივების დანერგვასთან დაკავშირებით ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს“, - განაცხადა  საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ.

მისი თქმით, ქვეკომიტეტის წევრებს წარედგინათ  ანგარიში  იმ 8 ნორამტიული აქტის შესახებ, რომელთა ეტაპობრივი იმპლემენტაციაც საქართველოს რკინიგზას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში   დაევალა.

 „საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით“, - განაცხადეს ევროკომისიის წარმომადგენლებმა ბრიუსელში გამართულ სხდომაზე.

ისინი ასევე გამოთქვამენ მზაობას, რათა დაეხმარონ საქართველოს  როგორც შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით, ისე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.

 შეგახსენებთ, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მხარემ ტრანსპორტის დარგში დირექტივებისა და რეგუალაციების დანერგვის ვალდებულება აიღო. აქედან 3 რეგულაცია და 5 დირექტივა, საერთო ჯამში კი - 8 ნორმატიული აქტი რკინიგზის სფეროს ეხება.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics