01:41 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 13:20:21, 341 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: განათლების კუთხით, განვითარებულ მსოფლიოს უნდა დავეწიოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  დღეს კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი მათ სახელწმიფოს მხრიდან ხელშეწყობაზე და სათანადო პირობების შექმნაზე ესაუბრა. კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტი სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ.
"უნდა შევძლოთ განათლების ძირეული ცვლილება, განვითარება და განვითარებულ მსოფლიოს უნდა დავეწიოთ. განვითარებულ მსოფლიოს და წარმატებული ქვეყნების განვითარების ტემპებს, რადგან ის ტემპები,  რაც ჩვენს ქვეყანაშია, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.ჩვენ მე-2 წელია ვაფინანსებთ დოქტორანტების პროგრამას.ძალიან სასიხარულოა. ეს მანამდე უნდა დაწყებულიყო საქართველოში. არ არის განსაკუთრებული, მაგრამ არის სახელმწიფოს ვალდებულება.  მთავარი პრობლემა ადამიანის განვითარებისთვის არის სკაუთარი პოტენციალის, რესურსების შეუფასებლობა, ან მისი  განუვითარებლობა, სწორად ვერ გამოყენება და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. სახელმწიფოს მიერ გაცემული სტიპენდია შესაძლებლობას აძლევს დოქტორანტს, რომ დაკავებული იყოს მხოლოდ  საკუთარი სამეცნიერო საქმიანობით და არ სჭირდებოდეს დამატებითი სამსახურის ძებნა სწავლის საფასურის გადასახდელად",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics