|
2018-10-11 15:42:30, 2089 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს
ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას არა მხოლოდ საერთაშორისო არამედ ქართულ ბაზარზეც გეგმავს და რებრენდინგის განაცხადიდან მოკლე პერიოდშივე ერთგული მომხმარებლებისათვის ყავის ახალი პროდუქტის - ლატეს შოკოლადითა და ფორთოხლით შეთავაზებას ახდენს. „დანკინ დონატსმა“ საფირმო პროდუქტის - დონატის კომპანიის დასახელებიდან ამოღებისა და ყავის ბაზრებზე თავისი პოზიციების გამყარების მიზნების შესახებ განცხადება ახლახანს გააკეთა. სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება. ქართულ ბაზარზე კი ამერიკული რესტორნების ქსელი ახალი სახელით - „დანკინით“ სრულფასოვნად 2019 წლის ბოლომდე წარდგება. „დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილია და დღეიდან, საქართველოში, „დანკინის“ ყველა რესტორანში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს იტალიურ ესპრესოზე დამზადებული - უგემრიელესი ლატე შოკოლადითა და ფორთოხლით. ახალი ყავის პროდუქტის მომხმარებელთა წასახალისებლად „დანკინში“ აქციაცაა - ყველა მომხმარებელი, რომელიც 5 - ჯერ შეიძენს ახალ ლატეს შოკოლადითა და ფორთოხლით, მე-6-ს მიიღებს საჩუქრად. „ამერიკულმა რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ მიზნად დაისახა მეტი აქცენტი ყავაზე გააკეთოს. როდესაც ადამიანები სახელწოდება „დანკინ დონატს“ ხედავენ, ფიქრობენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატების რეალიზაციას ვახდენთ, არადა, რეალობა განსხვავებულია. „დანკინის“ გაყიდვების50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე; 25% სენდვიჩენზე და 25% დონატებზე და ფრანგულ ფუნთუშეულზე. “დანკინის“ ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წყვეტს დილას, შუადღეს თუ საღამოს ყავა სად დააგემოვნოს. ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი უპირველეს ყოვლისა ყავის ქსელია“, აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე. „დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია msoflios 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “visol jgufma” „დანკინ დონატსის“ ქსელის განვიტარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 21 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე კიდევ 3-ის გახსნას გეგმავს.
(R)
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)