|
2018-10-11 14:44:02, 2072 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის სამიტზე ადამიანური კაპიტალის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა სამიტზე, რომელიც უკავშირდება მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ" და ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დასახელდა, დაახლოებით, 20 ქვეყანას შორის, სადაც პირველად დაიწყება აღნიშნული პროექტის ინიცირება. სამიტზე საქართველომ შერჩეულ 5 ქვეყანასთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ, ჯიმ კიმთან ერთად აღნიშნული ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა პროექტის ინიცირებისთვის და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას გეგმავს და ეს პირველ რიგში, უკავშირდება განათლების სექტორს. ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნულ სფეროში დაგეგმილი რეფორმები განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და უზრუნველყოფს განათლების მაღალ ხარისხსა და საყოველთაო ხელმისაწვდომობას. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა ეტაპობრივად გეგმავს განათლების მიმართულებაზე გაწეული ხარჯების ზრდას იმისათვის, რომ საქართველო ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხითაც გახდეს საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმატორი ქვეყანა. ფინანსთა მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა მთავრობის სოციალურ პოლიტიკასა და ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე ისაუბრა სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია, ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება. ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, იმედი გამოთქვა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი ინტენსიური რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იქნება.
(NS)
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)