|
2018-10-09 15:46:26, 2073 ნახვა
ეკონომიკა
Cummins Filtration-ის ყოველწლიური კონფერენცია წელს თბილისში გაიმართა
Cummins Filtration-ი გახლავთ თეგეტა მოტორსის პარტნიორი კომპანია სატვირთო ნაწილების მიმართულებით. აღნიშნული ბრენდი ყოველწლიურად მართავს წლის შემაჯამებელ კონფერენციებს, სადაც აერთიანებენ ყველა მსხვილ პარტნიორს. თეგეტა მოტორსის ინიციატივით და თეგეტა თრეველის ორგანიზებით აღნიშნული კონფერენციის მასპინძელ ქვეყანად შეირჩა საქართველოAnchor. კონფერენციებზე შეჯამდა წლის ჭრილში მიღწეულ შედეგები, განიხილეს ბაზრის სამომავლო განვითარებაზე ხედვები და შეიმუშავეს სტრატეგიები Fleetguard-ის პროდუქტების გაყიდვების განვითარებასთან დაკავშირებით. კონფერენციას ესწრებოდა 40-მდე წარმომადგენელი 7 სხვადასხვა ქვეყნიდან, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, მოლდოვა, თურქმენეთი და საქართველო. შეხვედრის მონაწილე კომპანიებმა გარდა სტრატეგიული საკითხების ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. კომპანიის წარმომადგენლები და კონფერენციის მონაწილეები ეწვივნენ თეგეტა მოტორსის ცენტრალურ ფილიალსა და სათაო ოფისს. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს თეგეტა მოტორსის სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები სერვისი, ასევე დიზელის სერვის ცენტრები. სტუმრები დეტალურად გაეცნენ თეგეტა მოტორსის სერვისებს, სტანდარტებს და კომპანიის მიმართულებებს. Cummins Filtration არის მსოფლიოს ლიდერი კომპანია სატვირთო ავტომობილების ნაწილების მიმართულებით. გლობალური ბრენდი, რომლის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება 190 ქვეყანაში. კომპანიის ძირითად საწარმოო მიმართულებას წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების საწვავის, ჰაერის, ჰიდრავლიკის და ზეთების ფილტრებს წარმოების მიმართულება.
(R)
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)