13:45 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 18:06:38, 3018 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანია „Myway Airlines“ ახალ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვას იღებს

ქართული ავიაკომპანია "Myway Airlines" ევროპის რამოდნიმე მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შემდეგი განრიგებით შესრულდება:

·         თბილისი-რომი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 მარტამდე;

·         თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას, 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე;

·         თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას), 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე;

·         თბილისი-ათენი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს,  2018 წლის 31 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე;

·         თბილისი-მიუნხენი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ყოველ  სამშაბათსა და შაბათს, 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე;

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ამატებს ფრენის სიხშირეს თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე და ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენებს შეასრულებს კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა), ნაცვლად 3 სიხშირისა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ახალი მიმართულებებით და დამატებითი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა "Myway Airlines"-ს დღეს, 5 ოქტომბერს მიენიჭა. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics