|
2015-06-09 11:05:08, 340 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: იმედს ვიტოვებ, რომ ვარშავის სამიტზე სასურველ შედეგს მივიღებთ
თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში“ ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია გაიხნა. ყოველწლიურ სამხედრო ფორუმში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები იღებენ. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები ტრანსფორმაციის საკითხებსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევებს განიხილავენ. კონფერენციის პლენარული სესია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება უსაფრთხოების გამოწვევებზე, პარტნიორობის მნიშვნელობასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე გაამახვილა. „სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე მეამაყება, რომ საქართველო დღეს ნატოს ყველაზე თავსებადი, სანდო და ერთგული პარტნიორია. სირთულეებმა ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერა რათა უფრო წარმატებით განვახორციელოთ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი, განვავითაროთ შესაძლებლობები, მეტი ყურადღება დავუთმოთ წვრთნასა და განათლებას და უფრო მეტად თავსებადები გავხდეთ ნატოსთან. დარწმუნებული ვარ ეს მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე - ნატოში გაწევრიანებამდე. იმედს ვიტოვებ, რომ ვარშავის სამიტზე სასურველ შედეგს მივიღებთ და ალიანსის წევრებიც დანაპირებს შეასრულებენ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ფორუმის მონაწილეებს ვიდეო მიმართვის საშუალებით მიესალმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ. სიტყვით გამოვიდნენ ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი და ნატოს გაერთიანებული სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ედვარდ დავისი. ოფიციალური გახსნის შემდეგ პლენარული სესია სხვადასხვა თემატიკის პანელებით გაგრძელდა. კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეები სინდიკატებში იმუშავებენ. "ყოველწლიური კონფერენცია მნიშვნელოვანი ფორუმია, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს სტრატეგიულ საკითხებზე სამომავლო ხედვა გაუზიარონ. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებში ტრანსფორმაციის შესახებ აზრთა გაზიარებასა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. კონფერენციის თანამასპინძლები არიან ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალები", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)