09:37 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 17:41:31, 2642 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს პასუხობს

„თიბისი ბანკში“ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცახდებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს.

ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსმა ეკა ეგუტიამ განაცხადა, რომ ოქუაშვილის მიერ დასახელებული ტრანზაქცია სამუშაო საათებში განხორციელდა და კომპანიის მენეჯმენტზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„ეს კომპანია არის ქართული შპს, ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს, სათანადოდ რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში. არავითარი საეჭვო არ აღინიშნებოდა ამ კომპანიის დოკუმენტაციაში. 

მსგავსი ტრანზაქციები ყოველ დღე ხორციელდება ჩვენს მსხვილ ფილიალებში. გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მსგავს ტრანზაქციებში არ მონაწილეობენ, ამიტომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა ტრანზაქცია განხორციელდა კომერციული ბანკებისთვის დადგენილი ნორმების დაცვით, სამუშაო საათებში, რადგან ეს ფილიალი საღამოს 8 საათამდე მუშაობს. კომპანიამ განკარგა საკუთარი სახსრები კანონის მოთხოვნების დაცვით. აღნიშნული თანხა, ამ შემთხვევაში, მარჯანიშვილის ფილიალში ხელმისაწვდომი იყო და ბანკი მოემსახურა კლიენტს იმავე დღეს“, - განაცხადა ეგუტიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ  ყველა ტრანზაქცია, რომლის თანხაც 30 000 ლარს აღემატება და საეჭვოა რეპორტდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.

„თიბისი ბანკს აღნიშნულ თემებზე მსგავსი სიცრუის გავრცლება რეპუტაციულ ზიანს აყენებს, ამიტომ ბანკი აპირებს მოახდინოს სათანადო სამართლებივი რეაგირება“, - განაცხადა ეგუტიამ.

 

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics