23:13 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 10:43:03, 2360 ნახვა

სამართალი
ბორჯომში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ გუჯარეთის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე,  ჯამში  11 მ3 წიფლის სახეობის ერთ მეტრამდე სიგრძის  დაჭრილი  ხე- ტყე იყო განთავსებული.

„მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  ავტომანქანები დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  66-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 128-ე ორი პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics