|
2018-09-17 14:54:04, 2448 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობისა და ძარცვისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ძარცვაში ბრალდებული ა.ო. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ო. ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში თავს დაესხა თანამშრომლებს და დანით დაშინებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მათ თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა. „კლინიკის თანამშრომლებმა ა.ო.-ს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ა.ო. 2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქალაქ თბილისში, სასურსათო მაღაზიაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ.კ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს. სამართალდამცველებმა ა.ო. 2017 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" (ძარცვა) და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ო. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)