|
2018-09-14 11:54:10, 1492 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკს“ Global Finance-ის სპეციალური ჯილდო Digital Bank of Distinction მიენიჭა
მთელი საქართველოს ბანკმა, Global Finance-ის სპეციალური ჯილდო- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Digital Bank of Distinction მიიღო. "საქართველოს ბანკს" ჯილდო Global Finance-ის მიერ ორგანიზებულ მესამე, ყოველწლიურ „გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების“ დაჯილდოებაზე ერგო. საქართველოს ბანკს ჯილდო Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, კონსალტინგის, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის სფეროში გლობალური ლიდერების გადაწყვეტილებით მიენიჭა. Global Finance-ის მიერ ხდება იმ ბანკებისა და გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების აღიარება, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფენ საკუთარი საცალო და კორპორატიული კლიენტებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდებას. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი უკვე ზედიზედ მეორე წელია იღებს გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების ჯილდოს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს ბანკი საკუთარ საცალო და კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს უახლეს ციფრულ საბანკო გადაწყვეტილებებს, კომფორტულ მომსახურებას და ხელს უწყობს მათი წარმატების მიღწევას ბიზნესსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს ბანკი გააგრძელებს მუდმივ ზრუნვას, რათა განავითაროს საუკეთესო იდეები ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ახალი, კომფორტული და თანამედროვე ციფრული სერვისების წარსადგენად“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურებისთვის ჯილდო გადაეცემათ მხოლოდ იმ ბანკებს, რომლებიც ახორციელებენ მსოფლიო დონის სერვისებს და აჭარბებენ მომხმარებელთა მოლოდინებს“,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.
(R)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)