|
2018-09-12 19:31:10, 1183 ნახვა
სამართალი
სასამართლომ გამოძალვაში და ძალადობაში გამართლებული პირები დამნაშავედ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი და ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში და ძალადობაში უდანაშაულოდ ცნობილი ბრალდებულები კ.ფ., რ.ჟ და ბ.ჯ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 აპრილს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ, რ.ჟ-მ და ბ.ჯ.-მ ერთ-ერთ ბიზნესმენს, მის სამუშაო ოფისში განუცხადეს, რომ გაზგასამართი სადგურის 25 %-იანი წილი კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით კ.ფ.-თვის უნდა გადაეცა. ბიზნესმენისგან უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, რომ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ ძალადობას კვლავ განახორციელებდნენ. „ამის შემდეგ კ.ფ., რ.ჟ და ბ.ჯ. სისტემატურად ხვდებოდნენ დაზარალებულს და კ.ფ.-ს სასარგებლოდ წილის დათმობას ან 200 000 აშშ დოლარის გადაცემას მოითხოვდნენ. ამასთან, დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 მაისს, კ.ფ. იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ.გ.-ს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და კ.ფ.-ს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით, 120-ე მუხლით და 111,151 მუხლით) დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 5 წლით, ხოლო რ.ჟ -ს და ბ.ჯ.-ს (181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) თითოეულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)