|
2018-09-12 13:11:45, 964 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია - მარიხუანის მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ახალი კანონპროექტით გათვალისწინებულ მარიხუანის რეგულაციების გამკაცრებაზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ კანონპროექტის განხილვისას, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც კანაფის მოყვანა-წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიებს ეხებოდა. „მოდით, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ნაწილზე ისაუბრებენ ჩემი ეკონომისტი კოლეგები, რეგულაციის ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რეგულაციებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სააგენტო, რეგულატორი, რომლის ფარგლებში მოხდება, როგორც სალიცენზიო პირების დადგენა, კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირობებში, ასევე, სხვადასხვა საქმიანობაზე იქნება სხვადასხვა ლიცენზია. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმოება, შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და რაც მთავარია, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები იქნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარენტული და ყველასთვის გასაგები. ამისთვის იქმნება სააგენტო, რომელმაც უნდა განსაზღვროს ტარიფები, ლიცენზიის საფასური, იმ კონკურსის სახეობები, რომლითაც ეს ლიცენზიები უნდა გაიცეს და ა.შ.“, - განაცხადა შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)