00:39 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 20:19:35, 441 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე: საარჩევნო სისტემაში ცვლილებების ვარიანტი ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა

"საარჩეევნო სისტემაში ცვლილებების ვარიანტი ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა", - ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეხვედრა უმრავლესობასთან კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარეობდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

საგანელიძის თქმით, საარჩევნო სისტემის მოდელზე შეჯერება რთული იქნება.

"თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ 85 დეპუტატი ერთ პოზიციაზე ყოფილიყო?  არსებობს განსხვავებული პოზიციები და რთული იქნება შეჯერება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებებზე კონსესუსი არსებობდეს.ბევრი ვიმსჯელეთ და შევთანხმდით ერთ რამეზე: საარჩევნო კოდექსი აუცილებლად შესაცვლელია, ბიძინა ივანიშვილმა ეს ვარიანტი შემოგვთავაზა, ვერ ვიტყვი რომ მისი შემოთავაზებული ვარიანტი საერთოდ არ იყო განხილული, უფრო ზუსტად ივანიშვილი იყო ამ ვარიანტის მომხრე. ჩემთვის და ბევრისთვის შემოთავაზება არ იყო გადამწყვეტი, იგი ჩავთვალეთ როგორც ბიძინას პოზიცია" - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის მიხედვით ჩატარდება. ამავდროულად გათვალისწინებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მაჟორიტარულ ოლქებსა და ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დისბალანსი შემცირდება და 50 პროცენტიანი ბარიერი დაწესდება. 

მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები, მრავალმანდატიანი, პროპორციული წესით ჩატარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics