|
2018-09-10 18:41:48, 1203 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენლები წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნინო ჯავახაძე და ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტით მყოფ წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს გათვალისწინებული რეკომენდაციების, სამინისტროს მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული რეფორმებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ნინო ჯავახაძემ და ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის მუშაობის სპეციფიკის და იქ არსებული ვითარების თაობაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის ვიზიტის დროს კომიტეტის მიერ სამინისტროსადმი გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, დაკავებულთა განთავსების და მათდამი მოპყრობის პირობების შეფასების მიზნით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებს მოინახულებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)