|
2018-09-10 17:03:09, 1342 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ახალ ხელმძღვანელს შეხვდნენ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები დღეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ახალ ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს და მის მოადგილეს, თორნიკე სულაბერიძეს შეხვდნენ. კომიტეტმა სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინა. დეპუტატები დაინტერესდნენ ახალი ხელმძღვანელობის ხედვებით იმ ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, რაც კომიტეტის წევრთა თქმით, ამ პროგრამისათვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. კერძოდ, ეს გამოწვევებია კოორდინაციის ნაკლებობა რეგიონული პრიორიტეტების შერჩევისას, მასზე მორგებული სასწავლო კომპონენტებისა და შემდეგ ამ ორ მოცემულობაზე დაფუძნებული საგრანტო სისტემის ამოქმედების კუთხით. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, „წინა წლებში ამ კომპონენტებს შორის კოორდინაცია ძალიან ნაკლები იყო, ყოველთვის აქცენტი კეთდებოდა სიცოცხლისუნარიან წინადადებებზე, რომლებიც მოსახლეობისგან შემოდიოდა. ასეთი წინადადებების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ არა თუ სურათს ვერ ცვლის, არამედ დადებითი ტენდენციების მკაფიოდ გამოკვეთასაც ვერ ახერხებს". რომან კაკულიას შეფასებით, სასიამოვნო ფაქტია, რომ ახალი ხელმძღვანელი მთლიანობაში მოიაზრებს ამ სამი კომპონენტის გაერთიანებას. შეხვედრის დროს ასევე გამოიკვეთა აუცილებლობა, რომ პროგრამამ რამდენიმე ისეთი პრიორიტეტული პროდუქტი, ან მომსახურება შეარჩიოს, რომლითაც იმპორტის ჩანაცვლება მოხდება. ასევე პერიოდულად უნდა დაიდოს მონაცემები სააგენტოს ხელშეწყობით განვითარებული საწარმოების თუ მომსახურებათა რაოდენობისა, ასევე ყოველწლიურად დაფიქსირდეს იმ პროდუქციისა და მომსახურების ნუსხა, რომელიც იმპორტის ჩანაცვლების კუთხით იქნა მხარდაჭერილი ამ პროექტის მიერ. რომან კაკულიას თქმით, „არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ დეკლარირებული ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებების გათვალისწინებით, ამ სეგმენტის ამუშავება არის კრიტიკულად აუცილებელი". შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, რათა შედეგები ხელშესახები გახდეს უახლოეს მომავალში.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)