21:15 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 10:50:12, 1289 ნახვა

სამართალი
ფოთში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული ნ.ა. და 1953 წელს დაბადებული ქ.ბ. ფოთში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ ბინას და დროებით სარგებლობაში მქონე სასტუმროს ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ.

„ისინი, ასევე, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძებნაში ხელს უწყობდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული ქალბატონები მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics