|
2018-09-07 13:27:38, 1496 ნახვა
სამართალი
14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველთანჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რ.მ. 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისამდე 14წელს მიუღწეველ გოგონას სისტემატიურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ასევე მის მიმართგანახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედება. სამართალდამცველებმა რ.მ. 2018 წლის 9 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. რ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლისმესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედება 14 წლის მიუღწეველთან) და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთაერთობლიობით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)