|
2018-09-06 11:40:04, 1383 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ ADB-მ საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების სფეროში წამყვან პარტნიორ ბანკად დასახელდა
აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მეოთხედ დაასახელა წამყვან პარტნიორ ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სინგაპურში გაიმართა და მას 15 ქვეყნის ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების 200-მდე წარმომადგენელი დაესწრო. აზიის განვითარების ბანკმა 23 საუკეთესო პარტნიორი ბანკი გამოავლინა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს. "ბოლო 12 თვის განმავლობაში განსაკუთრებული ფინანსური მაჩვენებლები გვაქვს, რასაც რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი ბანკების დახმარების გარეშე ვერ მივაღწევდით. დაჯილდოება საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა პარტნიორობისა და გაწეული სამუშაოსთვის. გამარჯვებულ ბანკებთან თანამშრომლობით, ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში“, - განაცხადა სტივენ ბეკმა, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ხელმძღვანელმა. ADB 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით. აზიის განვითარების ბანკმა 2017 წელს 32.2 მილიარდი დოლარის ფარგლებში არაერთი სექტორი დააფინანსა სხვადასხვა ქვეყანაში. 2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ 12 000-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, და ჯამურად 30 მილიარდი დოლარის ღირებულების 16 600 ტრანზაქცია განახორციელა.
(R)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)