|
2018-09-03 12:47:36, 1110 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2018 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა. მიქაბაძის განმარტებით, ეს შიდა და საგარეო გამოწვევების მიმართ ქვეყნის ხელისუფლების ეფექტიანმა ქმედებებმა და დამსაქმებელთა პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა. „დასაქმების სტატისტიკა ქვეყნის ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ახალი სამუშაო ადგილების მატებასთან ერთად დამსაქმებლებმა გაზარდეს ანაზღაურებაც, რაც საშუალო თვიური ხელფასის მატებაზე აისახა. რაც შეეხება სექტორებს, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილები შექმნეს, ესენია ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ჯანდაცვა და ტრანსპორტირება და დასაწყობება. ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენი მიზანია, მეტი დივერსიფიკაცია მოხდეს სექტორებისა, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ დასაქმების სტატისტიკის პოზიტიური ტრენდის შენარჩუნებაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ. „საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.0%-ით, ხოლო მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 3.9%-ით გაიზარდა და შესაბამისად 656.5 და 621.4 ათასი შეადგინა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 3.9%-ით არის გაზრდილი და 1150.4 ლარს შეადგენს. ბიზნეს სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში 2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევა ვაჭრობის (ზრდა 5.2%), სასტუმროების და რესტორნების (ზრდა 8.8%), ჯანდაცვის (ზრდა 4.7%) და ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 5.0%) სექტორები.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)