07:39 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 13:32:23, 1295 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე სამართლიანი ეკონომიკური წესების დამკვიდრების მიზნით ახალ ინიციატივებს აანონსებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ძალიან პრინციპული და სამართლიანი ეკონომიკური წესების დამკვიდრებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ახალ რეგულაციებს, რომლებიც წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100-დან 50%-მდე შემცირებას გულისხმობს და სექტემბრიდან ამოქმედდება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია მისი განწყობა, თუ რამხელა ზიანი მოუტანა უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ მოსახლეობას და ეკონომიკას.

„ჩვენ მივიღეთ ჭარბვალიანობა, როგორც პრინციპული პრობლემა, რომელიც მომავალში შეიძლება გადაიქცეს სისტემურ პრობლემად. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც. მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა და ძალაში შევიდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანწილად გამოასწორებს იმ ძალიან მავნე პრაქტიკას, რომელიც ჩვენ ამ სექტორში მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ახალ ინიციატივებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics