|
2018-08-27 16:29:02, 1875 ნახვა
სამართალი
მალხაზ კობაურის ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
„სამწუხაროდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად, გვამები ვინ გადაადგილა, ან რატომ არ არის დნმ, პასუხი არ აქვს ბრალდების მხარეს და მხოლოდ კობაურის პირველ ჩვენებას გვთავაზობს“, - ამის შესახებ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, კობაური პატიმრობაში დარჩა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. „დადეგნილებაში ცალსახად არის გაზიარებული მხოლოდ და მხოლოდ ის ვერსია, რომელიც კობაურმა პირველი ჩვენების დროს მისცა. ეს არის ვერსია და არანაირი ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს. სამწუხაროდ დღეს მოხდა აღნიშნული ვერსიის გაზიარება, სადაც ვითომ კობაური ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, ვითომ ის შემთხვევით შეხვდა გარდაცვლილებს და მსგავსი ტიპის ვერსიები იქნა ბრალდების მხარისგან შემოთავაზებული. სამწუხაროდ, ის საკვანძო, მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის მაგალითად, გვამები ვინ გადაადგილა, რატომ არ არის დნმ გვამებზე, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხი არ აქვს ბრალდების მხარეს და მხოლოდ კობაურის პირველ ჩვენებას გვთავაზობს. რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა მოკლულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. 14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)