|
2018-08-24 14:21:07, 1698 ნახვა
ეკონომიკა
ნინო ენუქიძე: გაზსაცავი სტრატეგიული ობიექტია, რომელსაც მეტწილად სოციალური დანიშნულება ექნება
„გაზსაცავის პროექტი ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ასევე მეტწილად სოციალური დანიშნულება ექნება. გაზსაცავში მოხდება იმ გაზის დაგროვება, რომელიც ზამთრის სეზონის ე.წ. პიკურ პერიოდებში დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე" ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ განაცხადა. გაზსაცავის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2019 წელს და დასრულება დაგეგმილია დაახლოებით 2022 წლისთვის, როდესაც საქართველო უკვე შაჰდენიზის მეორე ფაზის შედეგად მიიღებს მეტ იაფ ბუნებრივ აირს. „გაზის იაფ რესურსს შაჰდენიზის მეორე ფაზიდან გამომდინარე, საქართველო გაზის უკვე გაზრდილ მოცულობას მიიღებს. შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ გაზსაცავის მშენებლობა იაფი გაზის მიღების პროცესის დაწყებამდე, რათა იქ დაცული გაზი ზამთარში პიკური მოხმარების დროს გამოვიყენოთ, როდესაც მოსახლეობის მოთხოვნილება მზარდია," - განაცხადა ნინო ენუქიძემ. ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)