|
2018-08-22 19:27:27, 1926 ნახვა
სამართალი
შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ ხელმძღვანელ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპის" ხელმძღვანელ პირებს, რომელთაც ბრალი ორგანიზებული ჯგუფური თაღლითობის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისთვის აქვთ წარდგენილი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ი.ჭ.-მ გ.ჭ.-მ და გ.კ.-მ 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი", რომლის საქმიანობის ძირითად საგანს, თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა. „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე შეიტანდნენ თანხას, დაეხმარებოდნენ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, დაახლოებით 500 000 ლარი, რასაც ეუფლებოდნენ უკანონოდ, რის შემდგომაც ხელოვნური მანიპულირების და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით ცვლიდნენ დაზარალებულების ე.წ ,,სამუშაო კაბინეტის" კომპიუტერულ მონაცემებს, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წააგეს წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად და არ ჰქონოდათ პრეტენზიები კომპანიის მიმართ. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამივე წევრი, რომელთაც ბრალდება წარედგინათ თაღლითობისთვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისთვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)