|
2018-08-20 15:38:48, 1470 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: უმუშევრობის შემცირება მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა როგორც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ისე დასაქმებულთა რაოდენობა. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, რაც 45.7 ათასს შეადგენს, გამოწვეულია დაქირავებით დასაქმებულთა ზრდის ტენდენციით - აქ ჩვენ დაახლოებით 7%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ჩვენს ეკონომიკაში ახლადდასაქამებული 55.7 ათასი ადამიანია", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ეკატერინე მიქაბაძე ასევე მნიშვნელოვანს უწოდებს თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირების ფაქტს. მისი განცხადებით, ამან უკვე ტენდენციის სახე მიიღო. „თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლება, მოგეხსენებათ, უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა - მათი რიცხვი შემცირებულია როგორც წინა წელთან, ისე წინა კვარტალთან შედარებით. ამჟამად კი თვითდასაქმებულთა რაოდენობა, კერძოდ, 2018 წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 48%-მდეა შემცირებული მთლიანად დასაქმებულთა მაჩვენებელში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, უმუშევრობისა და დასაქმების სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკური პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)