|
2018-08-09 18:36:37, 1307 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო კომისიის წევრები დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირების გათავისუფლებას უცნაურს უწოდებენ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმინილი საგამოძიებო კომისიის წევრები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ, უცნაურს უწოდებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რა არგუმენტებს დაეყრდნო მოსამართლე მისთვის უცნობია. „ჩვენთვისაც ცოტა უცნაური იყო, როდესაც მათი დუმილის ფონზე, მათ დუმილის უფლება ჩვენთანაც აირჩიეს და მანამდე, ვიდრე არ იყო დაკითხული მ.კ, ეს გადაწყვეტილება მოსასმენად ჩემთვისაც ცოტა უცნაური იყო ნამდვილად, თუმცა, მე არ მომისმენია დეტალები, სასამართლოზე რა იყო არგუმენტები და რა გაცვალეს ერთმანეთში მხარეებმა, რატომ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება და ამიტომ სიღრმეებში ვეღარ შევალ ნამდვილად,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი კი, გამოძიების დროს გამოკვეთილ ახალ გარემოებებზე საუბრობს. „არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც გასცა საგამოძიებო კომისიამ პარლამენტის, არსებობს კონკრეტული ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომელიც ყველა დეტალურად მიწოდებული არის შსს-სთვის და პროკურატურისთვის. ახლა მთავარი არის რამდენად დროულად და რამდენად ეფექტურად იმოქმედებს სახელმწიფოს ეს ორი სტრუქტურა, იმიტომ, რომ ყველანაირი მტკიცებულება და ყველანაირი ფაქტი არსებობს იმისა, რომ შესაძლებელია კვანძი გაიხსნას საკმაოდ დაჩქარებულ ტემპში,“ - განაცხადა გოგორიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მიზნით დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. კერძოდ, თენგიზ კალანდია 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბურიშვილი კი 3 000-3 000-ლარიანი გირაოთი.
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)