|
2018-07-30 16:57:41, 1594 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ის რეფორმები, რომელიც მთავრობის პაკეტშია, ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება
დღგ-ის ზედმეტობის სახით, დაახლოებით, 238 მლნ ლარია დაბრუნებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლები 6 თვეში 163 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა. „ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივლისშიც გვექნება გადაჭარბება და შესაბამისად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების ტენდენციას. გასულ სრულ წელს, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებული იყო 224 მლნ ლარი, რაც თავის მხრივ, არ იყო დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ აღნიშნულ არასრულ 7 თვეში, უკვე მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ გასული წლის მაჩვენებელს, რაც ასევე, დამატებითი წყაროა საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებისთვის", - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ. მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია დადებითი დინამიკა ინფლაციის კუთხით. „ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე დაბალია და შეადგენს, დაახლოებით, 2,5%-ს, საბაზისო ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც დამატებითი პოზიტიური ფაქტორი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დასაჩქარებლად. ასევე, მინდა შევეხო იმ პერსპექტივას, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ამ მხრივ, დავეყრდნობი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში მომდევნო პერიოდში, იქნება მაღალი, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონში, ხოლო ის რეფორმები, რომელიც საქართველოს მთავრობის პაკეტშია, დამატებით იქნება ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)