04:56 - 06 Oct, 2026
|
2018-07-30 15:21:29, 1376 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: მშენებლობის სექტორში მკვიდრდება ახალი ევროპული სტანდარტები
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე საუბრისას, ივნისში, მშენებლობის სექტორში ზრდის შენელების მიზეზები განმარტა. „ივნისში მშპ-ს ზრდაში, გარკვეულწილად, უარყოფითი გავლენა იქონია შენელებამ მშენებლობის სექტორში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტენდენცია შეესაბამება ჩვენს მოლოდინს და უკავშირდება პოლიტიკას, რომლის მიზანია, ახალი, ევროპული სტანდარტების დაწესება აღნიშნულ სექტორში, მათ შორის, ეკოლოგიური მიმართულებით. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ეს დინამიკა მოკლევადიან პერიოდში, აუცილებლად გაუმჯობესდება და მშენებლობის სექტორში მაღალი ეკონომიკური ზრდა კვლავ განახლდება უფრო მაღალი ევროპული სტანდარტებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)