|
2018-07-28 18:49:58, 1370 ნახვა
სამართალი
პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა
სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა. უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, კოორდინატორი სამართალწარმოების პროცესის მონაწილე გახდა და აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით. „განხორციელებული საკანონდებლო ცვლილების შესაბამისად, სწორი პრაქტიკის დანერგვისა და კოორდინატორების პროფესიული მომზადების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიზნობრივი სასწავლო კურსები განხორციელდა. 3 დღიანი პროგრამის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული კოორდინატორების საქმიანობის სამართლებრივი, პრაქტიკული და ფსიქოლოგიური ასპექტები. მათ შორის, კოორდინატორების პირველი რეაგირება ინფორმაციის მიღების შემდგომ, მათი ფუნქცია-მოვალეობები, დაზარალებულთან/მოწმესთან ურთიერთობის სტანდარტები. ასევე, არასრულწლოვნებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური ასპექტები. კოორდინატორების გადამზადების პარალელურად, სამუშაო შეხვედრა შედგა საქართველოს პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან, სადაც, საკანონდებლო ცვლილებების განხილვის პარალელურად, აქცენტი პროკურორებისა და კოორდინატორების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაკეთდა. კოორდინატორებმა, ახალი გამოწვევებისათვის მოსამზადებლად, უკვე გაიარეს სწავლება ოჯახური დანაშაულებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის მიმართულებებით. მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ეტაპობრივად ხორციელდება და ის მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. კოორდინატორების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მხარდაჭერით მიმდინარეობს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)