14:00 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 17:17:17, 1133 ნახვა

სამართალი
შალვა თადუმაძე: პროკურატურის ამოცანაა, მოვიპოვოთ საზოგადოების მაღალი ნდობა და ამისთვის სრულიად ღია ვართ

„იმისათვის, რომ საპროკურორო საბჭოს მმართველობის სწორი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივისთვის ღია ვარ“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამართულ ფორუმზე განაცხადა.

თადუმაძის თქმით, პროკურატურა ღიაა იმისათვის, რომ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა მოიპოვოს.

„ჩვენ მომავალში სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. მე ამ მიმართულებით სრულად ღია ვარ ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე ნებისმიერ ფორმატში გინდათ საკომიტეტო განხილვები იქნება, სამუშაო ჯგუფები იქნება თუ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები იქნება ამ სტანდარტებით, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა ფინანსური რესურსი დაგვჭირდება, რა საერთაშორისო გამოცდილება აქვს და რა მოლოდინი გვაქვს ამ ცვლილებების შესაბამისად. ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, როგორც პირადად, ასევე მთლიანად მთავარი პროკურატურის ნებისმიერი შემადგენლობა ჩართული იყოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწორი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს. პირველი ამოცანა რაც მე პირადად გამაჩნია და მემგონი ყველას პროკურატურაში ეს განწყობა აქვს, არის ის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ საზოგადოების მაღალი ნდობა და ამ ნდობის მოპოვებისთვის ჩვენ ვართ სრულიად ღია“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics