|
2018-07-21 19:25:28, 811 ნახვა
კომენტარი
კობახიძე მღებრიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებაზე: პრემიერის გადასაწყვეტია, როგორ საკადრო პოლიტიკას განახორციელებს
„თანამდებობა, რომელიც ეკავა გიორგი მღებრიშვილს, არ არის პოლიტიკური თანამდებობა, აქედან გამომდინარე, იქ არის მთლიანად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი ის, თუ როგორი საკადრო პოლიტიკა განხორციელდება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი მღებრიშვილის მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას. „აქ პარლამენტის ჩარევის რესურსი არის, ასე ვთქვათ, მინიმალური. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის ის თუ რა სახის საკადრო ცვლილებები განხორციელდება ამ დონეზე. ეს არ არის პოლიტიკური დონე, შესაბამისად, აქ ჩვენი მხრიდან კომენტარები შეიძლება იყოს ზედმეტიც კი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, მისი მიდგომაა, რომ ახალი კონსტიტუციური მოდელიდან გამომდინარე, უნდა შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული და კონსტიტუციური სისტემიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. „ჩემი მიდგომა არის ის, რომ უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც იქნება დაკავებული, ზოგადად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით. ეს უნდა იყოს, ალბათ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც შეიქმნება მთავრობის ქვეშ და ამასთან დაკავშირებით გვექნება აქტიური კონსულტაციები მთავრობასთან. ანუ, ახალი სტრუქტურა ნამდვილად სჭირდება იმ სისტემას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ახალი კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში. ეს უნდა იყოს აუცილებლად დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს აუცილებლად მისი თავმჯდომარე, გამომდინარე იმ სისტემიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ვგულისხმობ კონსტიტუციურ სისტემას. ეს უნდა იყოს საკმაოდ მაღალი დონის ორგანო, რომელიც იქნება დაკავებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურში განვითარებულ მოვლენებზე - ბოლქვაძისთვის წასვლა კაციშვილს არ მოუთხოვია, იგი თავად წავიდა
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე გულგრილობაში დაადანაშაულა
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ გიორგი დავითაძე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)