03:58 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 11:55:55, 1155 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 985.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.3%-ით მეტია.

„საქსტატის“ მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1 593.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (28.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 4 392.3 მლნ აშშ დოლარს (22.9%ით მეტი). 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 798.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8%. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 148.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.3%-ით აღემა ტება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

ზემოაღნიშნულ პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 644.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 367.8 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი - 1 276.7 მლნ აშშ დოლარი. დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 037.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 33.9%-ით მეტი). აქედან ექსპორტი 720.1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 1 317.1 მლნ. აშშ დოლარი იყო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics