03:58 - 06 Oct, 2026
|
2018-07-18 17:33:36, 1317 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „Iran Air“ ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანის მიმართულებას ამატებს
19 ივლისიდან, ირანული ავიაკომპანია "Iran Air"ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს. რეისები 20 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანიამ 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყო. თბილისის მიმართულებით ფრენებს "Iran Air" თეირანიდან ახორციელებს. ახალ მიმართულებაზე რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას 2018 წლის 16 ივლისს მიენიჭა.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)