|
2018-07-18 11:57:59, 937 ნახვა
ეკონომიკა
ლუდის სეზონი 2018-ის ერთპიროვნული ლიდერი სს „ქართული ლუდის კომპანიაა“
კომპანია „აიფიემის“ მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან დღემდე, ლუდის კომპანიების მედია გაშუქების გააქტიურება შეინიშნება. მოწინავე 5 კომპანიას თუ ბრენდს, ლუდის ინდუსტრიაში, მედია აქტივობის თვალსაზრისით, სათავეში უდგას სს „ქართული ლუდის კომპანია“, რომელზეც ინდუსტრიის სრული მედია გამოვლინების 64%-ი მოდის. „ამოცანა, რომელიც ს.ს ქართული ლუდის კომპანიამ დაფუძნების დღიდან დაისახა იყო უმაღლესი ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინება, რაც საბოლოო ჯამში მის კეთილგანწყობას ქმნის ბრენდების მიმართ. თავის მხრივ ის, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიას“ „აიფიემის“ მიერ ჩატარებულ კვლევებში მაღალი მაჩვენებელი აქვს, ეს მთლიანი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. გაჩერებას არ ვაპირებთ და ვეცდებით, რომ ბაზარს კიდევ ბევრი სიახლე შევთავაზოთ და „აიფიემის" კვლევებსა და რეიტინგებში კიდევ უფრო დავწინაურდეთ“, - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)