|
2018-07-17 16:00:17, 819 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო
ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო, გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა და მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ორგანიზებულ მაღალი რანგის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის (CTPA) დირექტორი პასკალ სან-ამანსი. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრის მასპინძლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია, რადგანაც ეს ხაზს უსვამს საქართველოს მოწინავე როლს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებში. „ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო ამ ძალზედ მნიშვნელოვან შეხვედრას და თქვენთან ერთად განვიხილოთ საგადასახადო სფეროში არსებული პრობლემები, რომლებსაც გლობალური მნიშვნელობა ენიჭება. სწრაფად ცვალებადი გლობალური გარემო, წარმოშობს ახალ გამოწვევებს საერთაშორისო დაბეგვრის დღის წესრიგში. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო არის ღია ეკონომიკის ქვეყანა და რეგიონალური ჰაბი. ჩვენი პოლიტიკაა, საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო და ამ კუთხით მნიშვნელოვანია, თანამედროვე საგადასახადო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, ვინაიდან, სწორედ საგადასახადო სისტემა განსაზღვრავს ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დაფინანსების შესაძლებლობას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველო შედარებით დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანაა, ძალიან მარტივი საგადასახადო სტრუქტურით და ბიზნესისთვის გამარტივებული საგადასახადო რეგულაციებით. „ჩვენი ქვეყნის საგადასახადო სისტემა დაახლოებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ეს მოცემულობა აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საინვესტიციო გარემოს და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაზე, მისი მიზანია, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. ჩვენი მომავალი რეფორმები მიზნად ისახავს საგადასახდო აქტივობების ზრდას, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებას. მსგავსი ფორმატის შეხვედრები დამატებითი შესაძლებლობაა, რათა განხილულ იქნეს სხვადასხვა რეგიონალური მნიშვნელობის საკითხი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში და უპასუხა ფორუმის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)